კურდღლების მთავარი საკვები ბოსტნეულია.მათი საკვები უნდა შეიცავდეს ყველა აუცილებელ ნივთიერებებს:ცილებს,ცხიმებს,ნახშირწყლებს,ვიტამინებს და მინერალებს.წყალი.ზოგიერთი დამწყები ფერმერი,არ ასმევს კურდღლებს წყალს.ეს არასწორია.სითხის ნაკლებობისას კურდღელი ცუდად ინელებს საკვებს,უქვეითდებათ ჭამის მადა,უარესდებათ ზოგადი მდგომარეობა.წყლიასადმი განსაკუთრებულ მოთხოვნას განიცდის დედა კურდღელი, ბაჭიების დაყრის შემდეგ,როცა იწყებს ბაჭიების რძით გამოკვებას,რომლის დროსაც რძესთან ერთად გამოყოფს მნიშვნელოვანი რაოდენობის სითხეს.უწყლოობის გამო ხშირად დედა კურდღელი ჭამს თავის ბაჭიებს.ასევე წყლისადმი დიდი მოთხოვნა აქვთ მოზარდ ბაჭიებს.ზაფხულის პერიოდში,როდესაც კურდღელი ღებულობს უამრავ მწვანე და წვნიან საკვებს,წყლის მოთხოვნა მცირდება.შემოდგომით,წვნიანი საკვების დიდი რაოდენობით მიღებისას,საჭმლის მონელების ფუნქცია ერღვევათ.ამ შემთხვევაშ უნდა შევუცვალოდ წვნიანი საკვები, თივით.ბევრ წყალს შეიცავს ჭარხალი,სტაფილო,საზამთრო,კიტრი და კომბოსტო.წყალი მუდმივად უნდა ედგათ ზამთრის პერიოდში,როდესაც კურდღელი იღებს მშრალ საკვებს.იმ შემთხვევაში, თუ ზამთარში წყალი იყინება,მაშინ ყოველი ჭამის შემდეგ უნდა დავუდგათ წყალი და დავალევინოდ.ზამთარში სასურველია თბილი წყალი დავუდგათ კურდღლებს,რადგან არ გაიყინოს მალე.თუ არ გაქვთ შესაძლებლობა,ზამთარში კურდღლის ყოველი კვების შემდეგ წყლის დასხმის,მაშინ საწყურებელში ვუყრით სუფთა თოვლს,კურდღელი კარგად ჭამს თოვლს და იკმაყოფილებს წყურვილს.მართალია თოვლი არ შეიცავს მინერალებს,რომელიც არის წყალში,მაგრამ,სითხის ნაკლებობა უფრო მეტ ზიანს მოუტანს კურდღლეს ვიდრე მინერალების ნაკლებობა,რომელსაც კურდღელი ღებულობს წყლიდან.კარგი კვების შემთხვევაში,კურდღელი საკვებიდან იღებს ყველა საჭირო მინერალს.მწვანე საკვები,ბალახი,ხის ფოთლები საჭიროა ადრეული გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე.რაციონში მწვანე საკვების შეტანით,შეგვიძლია მარცვლეულის დღიური რაციონის განახევრება,რაც შეგვიმცირებს საკვების ხარჯებს,და კურდღლის შენახვაც უფრო იაფი დაგვიჯდება.კურდღლელს ძალიან უყვარს გარეული ბალახი,და რაც უფრო მრავალფეროვანია ბალახი მით უფრო კარგად ჭამს.არ არის რეკომენდირებული,გამუდმებით ერთი და იგივე ბალახით კვება.ერთი და იგივე კვების რაციონი აფერხებს ბაჭიების ზრდას.კურდღელი კარგად ჭამს გოგრას,სტაფილოს,კომბოსტოს ფოთლებს, ჯარხალს.მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მივცეთ მცირე რაოდენობით.ყველაზე ადრეული მწვანე ბალახია-ჭინჭარი.მისი მოკრეფა შეიძლება როგორც კი გამოჩნდება მაშინვე.ჭინჭარი უნდა დავჭრად (2-3სმ),შემდეგ უნდა ჩავყაროდ ჭურჭელში და დავასხათ ადუღებული წყალი.გაცივების შემდეგ ვამატებთ ცოტა დაღერღილ მარცვლეულს და ვაძლევთ კურდელს.ეს საკვები სწრაფად ზრდის ბაჭიებს და ასევე დედა კურდღელს ლაქტაციის პერიოდში,უზრდის რძის რაოდენობას.ასევე შეიძლება ჭინჭრის გახმობა და შენახვა,რომ გამოვიყენოდ ზამთრის პერიოდში.კურდღელი დიდი სიამოვნებით ჭამს იონჯას.,რომელიც შეიცავს კურდღელისთის საჭირო მინერალებს.იონჯა შეიძლება მივცეთ ბალახის სახით ან დაღერღილი.კუდღლებს უყვართ ხის ტოტები როგორიცაა მაგალითად ცაცხვი,ტირიფი,აკაცია.არ არის რეკომენდირებული,1 კურდღლეს დღეში 200 გრამზე მეტი მუხის,მურყანის და თელის ტოტების მიცემა,რადგან ისინი შეიცავენ ტანინებს.წიწვოვანი ჯიშებიდან ზამთარში შეიძლება მივცეთ ფიჭვის და ნაძვის წიწვები..რა თქმა უნდა,არ შეიძლება ბინძური საკვების მიცემა:დაბინძურებული ბოსტნეული აუცილებლად უნდა გაირეცხოს სუფთა წყლით და დაყრამდე უნდა კარგად დაიბერტყოს წყლისგან.ჭარხალს,რომელსაც აქვს საფაღარათო ეფექტი,დაყრამდე უნდა გავურიოთ მცირე რაოდენობით ცარცი.დამპალი და დაობებული ბალახის მიცემა კურდღლისთვის არ შეიძლება.თუ შეცდომით მაინც დაუყარეთ,ეს გამოიწვევს საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევას,ამ შემთხვევაში საჭიროა მივცეთ ოდნავ ხმელი ბალახი,მუხის ფოთლები და გვირილა.უხეში თივა აუცილებელია ზამთრის პერიოდში, საჭმლის სათანადო მონელებისთვის.მაგრამ უხეში თივის გადამუშავების უნარით,საგრძნობლად ჩამოუვარდებიან,რქოსან პირუტყვს_ძროხას,თხას,ცხვარს.აქედან გამომდინარე,კურრდღლის კვება მარტო უხეში თივით არასწორია.მათ არ ექნებათ სრულფასოვანი კვება.1 კურდღელზე (ბაჭიების გარეშე) ამზადებენ 40 კგ თივას.თივა კურდღლებისათვის უნდა იყოს პატარა კარგად გაფოთლილი,მრავალფეროვანი მცენარეული შემადგენლობის.გვიან აღებულ ხმელ თივას მაგალითად როგორიცაა ხორბლის თივა,კურდღელი ჭამს ძალიან ცუდად და ორჯერ ნაკლებს,კარგ და რბილ თივასთან შედარებით.კარგად გაფოთლილი თივით კვების შემთხვევაში,კურდღელი იღებს საკმარის ვიტამინებს და მინერალებს.თივა საჭიროა დამზადდეს ბალახის აყვავებამდე.კარგი თივა უნდა იყოს მწვანე,სასიამოვნო სუნით.ჩალა ცუდი საკვებია კურდღელისთვის მაგრამ აღსანიშნავია ისიც რომ შვრიის ჩალა უფრო უკეთესია ვიდრე ჭაობის ბალახი.წიწვოვანი ხეების ტოტები, ვიტამინების წყაროა ზამთრის პერიოდში,შეიძლება ვაჭამოდ ზრდასრულ კურდღელს დღეში 150 გრ.ტოტებით კვების შემთხვევაში კურდღელი აღარ ღრნის გალიას.წვნიანი საკვები, კურდღელისთვის აუცილებელია წლის ნებისმიერ დროს.ყველაზე საუკეთესო მათგან არის-სტაფილო,კარტოფილი,კომბოსტო,ჭარხალი, ასევე შეიძლება მიეცეს საზამთროს,ყაბახის და გოგრის ქერქი.განსაკუთრებით სასარგებლოა კურდღლისთვის სტაფილო.პირველ რიგში, მას აძლევენ მამალს და დედალ კურდღელს,შეჯვარების წინ. კომბოსტო და ჭარხალი უნდა მივცეთ ცოტ ცოტა რაოდენობით,რომ არ გამოვიწვიოთ საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა.მარცვლეული,ყველაზე კარგი საკვებია კურდღლისთვის,ამიტომ მას უწოდებენ კონცენტრატებს.საუკეთესო მარცვლეული,კურდღლისთვის ყველა ასაკში არის შვრია.ასევე გემრიელად მიირთმევენ ქერს.რაც შეეხება სიმინდს,ის დაყრამდე 2 საათით ადრე უნდა ჩავალბოთ წყალში და შემდეგ მივცეთ კურდღელს.საუკეთესო კომბინირებული საკვები გამოდის თუ ავურევთ ერთმანეთში, სხვადასხვა სახეობის მარცვლეულს.ხორბლის ქატოსაც გემრიელად მიირთმევენ კურდღლები.ხორბლის ქატოს ძირითადათ აძლევენ სახორცე ბაჭიებს,დგეში 100-150 გრამი.ნორმალური ზრდისთვის და მაღალი ნაყოფიერებისთვის,კურდღელმა უნდა მიიღოს მრავალფეროვანი საკვები.
Комментариев нет:
Отправить комментарий