ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ახალბედა ფერმერის,არის მოსაზრება,რომ ეს ამოცანა არის მარტივი და არა შრომატევადი.უმრავლესობა დამწყები დარწმუნებულია, რომ საკმარისია იყიდონ 5 დედალი კურდღელი და 1 თვის შემდეგ უკვე იქნება 50 ბაჭია,და 1 წლის შემდეგ მათი რიცხვი მიაღწევს 250. თუმცა სტატისტიკა აჩვენებს,რომ ასობით დამწყებიდან მხოლოდ 10-15 ადამიანი უმკლავდება სირთულეებს.კარგი ფერმერი ხელმძღვანელობს არა მხოლოდ ფულის სწრაფად შოვნის სურვილით,არამედ ხვდება რომ წარმატების საიდუმლო მდგომარეობს,ცხოველების სათანადო მოვლაში.ექსპერტები მთელ მსოფლიოში თვლიან რომ,პროფესიონალი ფერმერი შეიძლება განვსაზღვროთ მისი კურდღლების ხარისხით,გალიებით და შენობით.ბევრი ახალბედა ისე ჩქარობს ბიზნესის განვითარებას,რომ არ უფიქრდება გალიების პრაქტიკულობას და ვარგისიანობას კურდღლებისთვის.რამდენიმე ხნის შემდეგ ეს შეცდომები იჩენენ თავს,და მათი გამოსწორება ხშირად მოითხოვს დიდ ფინანსურ ხარჯებს.იმისათვის,რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემები,ახალბედამ, კურდღლის შეძენამდე,უნდა იყიდოს კურდღლისთვის გამოსადეგი გალია ან გაიაროს კონსულტაცია სპეციალისტთან და ისე ააწყოს გალია. კურდღლები მგძნობიარეები არიან დაავადებების მიმართ,ამიტომ უნდა იცოდეთ თუ როგორ უნდა მიიღოთ პრევენციული ზომები,როგორ უნდა ჩაატაროთ დეზინფექცია და აცრები.დაავადებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი პირობაა,მკაცრად დაიცვათ ჰიგიენა.დაავადებული კურდღლის გამოვლენისთანავე აუცილებლად უნდა მოხდეს,დაავადებული კურდღლის კარანტინში მოთავსება,სადაც მოხდება მისი შემდგომი მკურნალობა.კურდღლის კვებისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი საკვები,რადგან ერთფეროვნულმა საკვებმა შეიძლება დაურღვიოს კურდღელს ნივთიერებათა ცვლის ბალანსი,რაც იწვევს დაავადებებს.დედა კურდღლებს და ბაჭიებს უნდათ დიდი ყურადღება და ზრუნვა,საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა.მაგალითად:ფერმერს ყავს ორი დედა კურდღელი,პირველს ყავს 5 ბაჭია, ხოლო მეორეს 11.ფერმერი მათ ერთნაირად კვებავს,მაგრამ თვის ბოლოს აღნიშნავს რომ , 11 ბაჭიის წონა, დიდად ჩამოუვარდება წონაში იმ 5 ბაჭიას.საქმე იმაშა რომ იმ კურდღელს რომელსაც 11 ბაჭია ყავდა უფრო მეტი კვება უნდოდა,რათა კარგად გამოეკვება თავისი მრავალრიცხოვანი ბაჭიები. როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნეში,ასევე კურდღლის ბიზნეში,პირველ რიგში აუცილებლად უნდა შექმნათ ბიზნეს პროექტი, რომელიც მოიცავს ყველა ეტაპს,და მხოლოდ შემდეგ დაიწყოთ კურდღლის მოშენება.
Комментариев нет:
Отправить комментарий