მეკურდღლეობა დამწყებთათვის

ფინანსური და შრომითი ხარჯების თვალსაზრისით, პირუტყვის მრეწველობაში ყველაზე მომგებიანი დღემდე მეკურდღლეობაა.მოკლე დროში,კურდღლებზე სათანადო ზრუნვის პირობებში, ფერმერმა შეიძლება მიიღოს გემრიელი დიეტური ხორცი და ბეწვეული დიდი რაოდენობით.ამან განაპირობა მეკურდღლეობის პოპულარობა.დღესდღეობით კუდღლებს ამრავლებენ არამარტო ფერმებში,არამედ იქმნება  მცირე საოჯახო მეურნეობები.დასაწყისისთვის თქვენ უნდა იცოდეთ,რომ კურდღელი მიეკუთვნება ძუძუმწოვართა კლას,მღრნელების ჯგუფს.კუდღელი საკმაოდ მგძნობიარე ცხოველია,რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.იმისათვის რო წარმატებას მივაღწიოთ კურდღლის მოშენებაში,დაცული უნდა იყოს  აუცილებელი  პირობები,როგორიცაა სწორი კვება და სისუფთავე.  რითი უნდა დავიწყოთ.ახალბედა სელექციონერი პირველ რიგში, უნდა გაეცნოს თეორიულ მხარეს,გაითვალისწინოს თავისი ფინანსური და ფიზიკური შესაძლებლობები.იმისათვის რომ გაეცნოთ კურდღლის მოშენებას,როგორც მრეწველობის დარგს, უნდა წაიკითხოთ თემატური ლიტერატურა,ან გამოიყენოთ ინფორმაცია,რომელიც ყოველთვის შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში,ეწვიოთ ფერმებს,სადაც შესაძლებელი იქნება შეიძინოთ კურდღლები.ფერმერის წარმატება როგორც სელექციონერის,დამოკიდებულია მიზნის სწორ ფორმულირებაში,თუ რისთვის უნდა კურდღლის მოშნება: ხორცისთვის თუ ბეწვეულისთვის.მხოლოდ მას შემდეგ როცა მიზანს მონიშნავთ, თქვენ შეგიძლიათ კურდღლის შერჩევა.სანამ კურდღელს შეიძენთ,იქამდე აუცილებეია მოამზადოთ ადგილი სადაც შემდგომ გეყოლებათ კურდღელი (შენობა და გალიები). გალია შეიძლება იყიდოთ ან თქვენ თვითონ ააწყოთ.თანხების ეკონომიის თვალსაზრისით უფრო ეკონომიურია თუ თქვენ თვითონ ააწყობთ.გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კურდღლის ჯიშის შერჩევას,რადგან არსებობს სხვადასხვა სახეობა.დღესდღეობით არსებობს 60 სახეობა კურდღლების,თუმცა აქედან 12-15 სახეობაა მნიშვნელოვანი მეკურდღლეობისთვის,რადგან ამ  ჯიშების გამოყენება,სახორცედ და ბეწვეულისთის უფრო მომგებიანია.ყველაზე მოთხოვნადია ისეთი სახეობები, როგორიცაა შინშილა,ალბინოსი ფლანდრი,შტოკერი,ბელგიური ფლანდრი,ფრანგული ბარანი და ასე შემდეგ.პირადად მე უპირატესობას ვანიჭებ ალბინოს ფლანდრს,.კურდღლების შეძენის შემდეგ აუცილებელია მათი აცრა,რადგან ეს ცხოველები მგძნობიარეები არიან უამრავი დაავადების მიმაართ,აცრა შეიძლება გაკეტდეს როგორც ინდივიდუალურად ასევე ვეტექიმის დახმარებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий